ქვეყანაში ასიათასობით ნარკომანია და მარიხუანის დეკრიმინალიზაციით ეს რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება - დავით ქაცარავა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 16:49 · 434 ნახვა
ქვეყანაში ასიათასობით ნარკომანია და მარიხუანის დეკრიმინალიზაციით ეს რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება - დავით ქაცარავა

"სანამ გადავწყვიტე გამეზიარებინა ეს სტატია, ვფიქრობდი, ღირს თუ არა ამის გაკეთება? ვინც თვლიდა და თვლის რომ მარიხუანა ზიანის მომტანი ნარკოტიკია, მისთვის ეს სტატია ახალი ინფორმაცია არ იქნება, ვინც დარწმუნებულია რომ მარიხუანა და მისი დეკრიმინალიზაცია ქვეყნის გადარჩენას უტოლდება, ის არანაირ დასკვნას არ გააკეთებს თავისთვის და მისთვის არც არაფერი შეიცვლება ამით, მხოლოდ შეიძლება ჩემს მიმართ აგრესიის დამატებითი მიზეზი მიეცეს..


მაგრამ ეს არ მაღელვებს, და თქვენზე გათვლილი არც მაქვს..თქვენ ვერ შეგაცვლევინებთ აზრს და ამის შანსიც არ არის, ისევე როგორც შანსი იმისა, თქვენ მე შემაცვლევინოთ დამოკიდებულება ნარკოტიკების მიმართ.


ამ სტატიას ვაზიარებ ახალგაზრდა თაობებისთვის იმ იმედით, რომ იქნებ ერთხელ მაინც ზედმეტად დაფიქრდნენ სანამ ეზიარებიან ნარჯოტიკებს....იქნებ გაუჩნდეთ კითხვები, იქნებ უარი თქვან ამ ვითომ „მსუბუქ ნარკოტიკზე„.


მე ვთხოვ ხელისუფლებას ამ ნაჩქარევ და მოუმზადებელ გადაწყვეტილებას მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ გადახედონ. 


მე მაინტერესებს, რატომ არ დაიგეგმა აქამდე და არ ხორციელდება ანტინარკოტიკული კამპანია? რატომ არ მიმდინარეობს ახალგაზრდებთან მუშაობა საგანმანთლებლო დონეზე?ნუთუ ესე მარტივად უნდა გადაწყვეტილიყო ეს პრობლემა? 


დღეს ქვეყანაში ასიათასობით ნარკომანია და მარიხუანის დეკრიმინალიზაციით ეს რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.


მივმართავ ახალგაზრდებს, კარგად დაფიქრდით, სანამ მიეძალებით ნარკოტიკებს.


მივმართავ ხელისუფლებას, დაგეგმეთ ანტინარკოტიკული კამპანია, არ დატოვოთ ჩვენი მომავალი თაობა ერთი ერთზე ამ მომაკვდინებელ სენთან!!!!!", - წერს დავით ქაცარავა.

ტეგები