"ჰამასის" ლიდერი პალესტინელებს აჯანყებისკენ მოუწოდებს
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 16:50 · 49 ნახვა
"ჰამასის" ლიდერი პალესტინელებს აჯანყებისკენ მოუწოდებს

ომის გამოცხადება და სამშვიდობო პროცესის სამუდამოდ დასამარება. ასე აფასებს აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას ისლამისტური მოძრაობის, „ჰამასის“ ლიდერი. ისმაილ ჰანია პალესტინელებს მიმართავს დაიწყონ ახალი შეიარაღებული აჯანყება.
 
„იერუსალიმი ერთადერთია და დარჩება პალესტინისა და ყველა პალესტინელის დედაქალაქად“ - განაცხადა ისმაილ ჰანიამ. 
 
„ჰამასის“ ლიდერმა პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს მოუწოდა, ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკება შეწყვიტონ.

ტეგები