ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 17:24 · 374 ნახვა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 8 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7008 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6975 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0033-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.1818 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1895 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0077 -ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.6199 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.6090 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0109-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6995 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6993 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0002-ით გაუფასურდა.

ტეგები