სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ორი სარჩელით მიმართა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 18:13 · 40 ნახვა
სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ორი სარჩელით მიმართა

2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ორი კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

პირველ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის ინსტიტუტი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა თავისი სიმკაცრით უტოლდება სისხლის სამართლებრივ სასჯელს და აშკარად შეუსაბამოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევებისთვის ასეთი მძიმე, ერთმნიშვნელოვანად სისხლის სამართლებრივი ბუნების მქონე სასჯელის გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლს, რომელიც კრძალავს ღირსების შემლახველი სასჯელის გამოყენებას.

მეორე კონსტიტუციურ სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციის“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მოცემულ შემთხვევაში სადაო ნორმას წარმოადგენს 2017 წლის 8 თებერვალს მიღებულისაერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მე-2 მუხლი. სადავო ნორმით დადგენილია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის .. მესამე ტალღის მიღებამდე მოსამართლეთა მიმართ დაწყებული დისციპლინური საქმეების წარმოება, აგრეთვე მის ამოქმედებამდე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების საქმეთა წარმოება ცვლილებამდე არსებული ძველი წესით წარიმართება.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აზრით, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული  ხარვეზების მიუხედავად, აღსანიშნავია ის გარკვეული პოზიტიური ცვლილებები&l

ტეგები