ბულგარეთში საქართველოს საელჩომ საქველმოქმედო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 18:38 · 13 ნახვა
ბულგარეთში საქართველოს საელჩომ საქველმოქმედო  ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საქველმოქმედო ბაზრობაში, რომელზეც ბულგარეთში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა  წარადგინეს საკუთარი ქვეყნისეროვნული პროდუქცია. 

 

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს საელჩო წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის ფართო ასორტიმენტით, ქართული საახალწლო  ტკბილეულით და სხვა  ნაწარმით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტენდმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.აქციიდან შემოსული თანხა  საქველმოქმედო ფონდს გადაეცა. საქველმოქმედო ბაზრობა  "ქალთა საერთაშორისო კლუბის" (Iჭჩ) ორგანიზებით,   ქ. სოფიას Iნტერ Eხპო ჩენტერ-ში ჩატარდა.

 

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს საელჩოს დახმარება გაუწია ქართულმა დიასპორამ ბულგარეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საპატიო კონსულმა  დინკო დინევმა.

ტეგები