UNESCO-მ ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე ღირსშესანიშნავ თარიღთა ნუსხაში შეიტანა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 19:00 · 12 ნახვა
UNESCO-მ ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე ღირსშესანიშნავ თარიღთა ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი, დაბადებიდან 200 წლისთავი, იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა ნუსხაში შეიტანა, რომელიც ორგანიზაციის უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

2017 წელი ნიკოლოზ ბარათაშვილის წლად გამოცხადდა. მომდევნო ღონისძიება, რომელიც ქართველი პოეტის სახელს და მის შემოქმედებას უკავშირდება, ხვალ ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს აღსანიშნად, სპეციალურად შექმნილი წარმოდგენისთვის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მსახიობები თბილისის თითქმის ყველა თეატრიდან შეიკრიბნენ.

ლექსები და მნიშვნელოვანი ეპიზოდები ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებიდან და ცხოვრებიდან, თეატრალიზებულ წარმოდგენაში გაერთიანდა.

ტეგები