​​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმის აღიარების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 19:10 · 85 ნახვა
​​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმის აღიარების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

​​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების საკითთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე. ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც.

საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტეგები