„ექიმები ამბობენ, რომ ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა“ - ოთარ აბესაძის ადვოკატი
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 19:54 · 104 ნახვა
„ექიმები ამბობენ, რომ ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა“ - ოთარ აბესაძის ადვოკატი

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა, ექიმების პირველადი დასკვნის საფუძველზე აცხადებს. 

„როგორც ექიმები ამბობენ, სამედიცინო ტერმინოლოგიით, ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა. იმედს ვიტოვებ მის გამოკვლევას ძირფესვიანად განახორციელებენ და პირველ რიგში, შენარჩუნებული იქნება მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვინაიდან არცერთი სასჯელი და მართლმსაჯულება არ არის მნიშვნელოვანი ამის გარეშე“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.

ტეგები