„ამ ეტაპზე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ“ - სასტუმრო "ლეოგრანდის" იურისტი
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 20:20 · 21 ნახვა
„ამ ეტაპზე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ“ - სასტუმრო "ლეოგრანდის" იურისტი

სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტის კახა წერეთელის თქმით, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო ამ ეტაპზე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ და არ იცის დადგინდა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.

„ეს არის გამოძიების გადასაწყვეტი, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხა ბევრი პირი, მფლობელი კი ჯერ არ დაუკითხავთ," - განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, იგი დაღუპულების ოჯახის წევრებს დღეს შეხვდა და სხვადასხვა საკითზე, მათ შორის კომპენსაციაზეც ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 21-ს აღწევს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.


.

ტეგები