მომავალი ექიმები სასწავლო და კვლევის მიზნით გვამების გამოყენებას შეძლებენ
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 20:33 · 131 ნახვა
მომავალი ექიმები სასწავლო და კვლევის მიზნით გვამების გამოყენებას შეძლებენ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე, კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ცვლილებებით შესაძლებელი ხდება არსებულ კანონში ხარვეზების გამოსწორება, რაც სასწავლო და კვლევის მიზნით გვამების და გვამური მასალის გამოყენებას დღემდე შეუძლებელს ხდიდა. ზოიძის განცხადებით, ეს ცვლილებები ქვეყანაში მაღალი სტანდარტის სამედიცინო განათლებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ გავიარეთ ყველა სავალდებულო კომიტეტი. იურიდიულ კომიტეტს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები. გარკვეული კონსულტაციების შედეგად შეიცვალა რიგი ფორმულირებები, შესაბამისად, ის კითხვის ნიშნები, რაც იყო, მოიხსნა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას წარმოდგენილი ფორმულირებებით და შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა.

ტეგები