აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა 8 თვის წინ დაკავებული არჩიკო როგავა გაათავისუფლა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 21:00 · 23 ნახვა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა 8 თვის წინ დაკავებული არჩიკო როგავა გაათავისუფლა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა 8 თვის წინ დაკავებული არჩიკო როგავა გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას როგავას ოჯახის წევრები პირველ არხთან ადასტურებენ. მათივე ცნობით, არჩიკო როგავა უკვე ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, საკუთარ სახლში იმყოფება.

აფხაზურ ციხეში ამ დრომდე რჩება არჩიკო როგავას შვილი პაატა როგავა.

შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი, არჩიკო და პაატა როგავები რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა, ზუგდიდის რაიონში, მდინარე ენგურის სანაპიროზე მიმდინარე წლის 6 აპრილს დააკავეს.

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ არჩიკო როგავას 2 წლით, ხოლო მის შვილს, პაატა როგავას 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტეგები