გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 21:34 · 19 ნახვა
გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

გარდაცვლილი მსაჯის, ილია ტუღუშის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება. ისინი კონკრეტულ გვარებს და ფაქტებს ასახელებენ.

ოჯახის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ ლანჩხუთის „გურიის“ ხელმძღვანელები და ის ადამიანები, რომლებსაც გარდაცვალებამდე ტუღუშთან კონტაქტი ჰქონდათ.

„თამაში მოგებული უნდა ყოფილიყო, ეს ფული ამაზე გაიცა, მერე კი ჩემს შვილს ფულის დაბრუნება მოსთხოვეს“, - განაცხადა გარდაცვლილის დედამ მარინა ტუღუშმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას. 

„5000 ლარის გულისთვის გაიმეტეს ჩემი მეუღლე“, - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ ეკა მოისწრაფიშვილმა.

ლანჩხუთის საფეხბურთო გუნდის „გურიის“ დირექტორი ნუგზარ ჩხაიძე ჩაწყობილ თამაშებს გამორიცხავს.

მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილიო ტუღუში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ოჯახი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ტეგები