ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 21:54 · 18 ნახვა
ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში ისრაელის არმიასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ მედიკოსებზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

არეულობა აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისარელის დედაქალაქად გამოცხადებას მოჰყვა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულთა უმრავლესობამ დაზიანება რეზინის ტყვიებისა და გაზის გამოყენების გამო მიიღო . ერთი ადამიანი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა.

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს. აშშ-ის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.

 

ტეგები