სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ამერიკელი სენატორი გადადგა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 21:59 · 19 ნახვა
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ამერიკელი სენატორი გადადგა

ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა ელ ფრანკენმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ რამდენიმე ქალმა პოლიტიკოსი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

ფრანკენის განცხადებით, ის პოსტს უახლოეს კვირების განმავლობაში დატოვებს. ამის შემდეგ მინესოტის გუბერნატორი მის დროებით შემცვლელს დანიშნავს, 2018 წელს კი ახალი არჩევნები ჩატარდება.

17 ნოემბერს ჟურნალისტმა და მოდელმა ლინ ტვიდენმა განაცხადა, რომ 2006 წელს, ფრანკენმა, რომელიც მაშინ კომიკოსი იყო, მას ძალით აკოცა, ორი კვირის შემდეგ კი მკერდზე შეეხო. ეს მაშინ მოხდა, როდესაც რადიოწამყვანი ელ ფრანკენთან და მუსიკოსებთან ერთად უცხოეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებს სტუმრობდნენ, მათ შორის ავღანეთში.

ელ ფრანკენმა წამყვანს მომხდართან დაკავშირებით ბოდიში მოუხადა. 

ტეგები