ლონდონს Brexit-ზე შეთანხმებისთვის 3-დღიანი ვადა აქვს
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 22:36 · 18 ნახვა
ლონდონს Brexit-ზე შეთანხმებისთვის 3-დღიანი ვადა აქვს

ევროკავშირმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას Brexit-ის შესახებ კომპრომისული შეთანხმების მისაღწევად 3-დღიანი ვადა მისცა. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება.

ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ბრიუსელში 14-15 დეკემბერს დაგეგმილი სამიტისთვის სამზადისის დასრულება აუცილებელია, ამიტომ ლონდონი უნდა დათანხმდეს ბრექსითის მოლაპარაკებების მეორე ფაზის დაწყებას.

ევროკავშირი და ბრიტანეთი სამ საკითხზე ვერ თანხმდება, ესენია: ბრიტანეთის ფინანსური ვალდებულებები, ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვარი და ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეების უფლებები.

ტეგები