კალიფორნიის შტატში გაჩენილი ტყის ხანძარი ლოს-ანჯელესს მიუახლოვდა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 23:02 · 42 ნახვა
კალიფორნიის შტატში გაჩენილი ტყის ხანძარი ლოს-ანჯელესს მიუახლოვდა

კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი ტყის ხანძარი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რაიონს ემუქრება. ბელ-ეირის რაიონში ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს.

ამ ფეშენებელურ რაიონში ხანძარმა რამდენიმე სახლი გაანადგურა. კალიფორნიის სახანძრო სამსახურის ცნობით, სტიქია 12 000 შენობას ემუქრება.

კალიფორნიის შტატში ბოლო დღეების განმავლობაში 200 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ტეგები