ისრაელში ერთ-ერთ პარკს დონალდ ტრამპის სახელი დაერქმევა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 23:29 · 16 ნახვა
ისრაელში ერთ-ერთ პარკს დონალდ ტრამპის სახელი დაერქმევა

ისრაელის ქალაქ კირიათ-იამში ცენტრალურ პარკს დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭება. ეს ერთგვარი მადლობაა აშშ-ის პრეზიდენტისადმი იმის გამო, რომ მან იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

„აშშ-ის პრეზიდენტმა გაბედული და შეუდარებელი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ვერ გაბედა მისმა ვერცერთმა წინამორბედმა. ჩვენ მას ამის გამო პატივი უნდა ვცეთ“ - განაცხადა ქალაქის მერმა დევიდ ევენ ტცურმა.

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.

ტეგები