"ვერ დამიჭერს ვერც მღვდლის ანაფორა და ვერც ის, რომ ექვსი შვილის მამა ვარ“ - მამა პეტრე
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2017 00:01 · 640 ნახვა
"ვერ დამიჭერს ვერც მღვდლის ანაფორა და ვერც ის, რომ ექვსი შვილის მამა ვარ“ - მამა პეტრე

მამა პეტრე ხელოვნურად შენარჩუნებული ოჯახის წინააღმდეგია. ამის შესახებ მან გადაცემა „პროფილში“ განაცხადა.

„მე არ მიყვარს ვალდებულებები, თუ შინაგანი განცდა და ემოცია არ მაკავშირებს ადამიანთან, მე ვერ დამიჭერს ვერც მღვდლის ანაფორა და ვერც ის, რომ ვარ ექვსი შვილის მამა. მე აბსოლუტურად გავექცეოდი ამ პასუხისმგებლობას... მე ვარ ძალიან გულწრფელი ამ შემთხვევაში და არც ვმალავ - რომ არა სიყვარული, შეიძლება იყოს ძალიან ბევრი გაბრაზება, ურთიერთგამომრიცხავი აზრებიც, რადიკალურად განსხვავებული აზროვნება, მაგრამ ყოველთვის ვიცი, რომ ამის ფსკერზე არის ჩაკირული სიყვარული. ის რომ მე მაკავშირებს ნინოსთან ექვსი შვილი და ამის გამო არ მივდივარ სადმე, ეს იქნება ფარისევლობა, რადგან თუ მე ჩავთვლი რომ  აღარ მინდა, მაშინ აღარ მინდა და მორჩა“, - განაცხადა მამა პეტრემ.

ტეგები