„მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი და ეს ამბავი არ მომეწონა“ - როგორ დაემშვიდობა ჯანსუღ ჩარკვიანი ოჯახს
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2017 00:15 · 318 ნახვა
„მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი და ეს ამბავი არ მომეწონა“ - როგორ დაემშვიდობა ჯანსუღ ჩარკვიანი ოჯახს

გადაცემა „პროფილში“ სტუმრობისას, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილმა, თაკო ჩარკვიანმა მამის სიცოცხლის ბოლო დღეები გაიხსენა:

„საერთოდ რაც ახასიათებს ინსულტს, ეს არის ძილიანობა, მაგრამ თვალებით ის ყოველთვის კონტაქტში შემოდიოდა. სიკვდილამდე 2 დღით ადრე მან მე და დედას ხელზე გვაკოცა... მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი და სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი არ მომეწონა. იმდენად, რომ ის ორი ღამე არ მიძინია, ავფორიაქდი... გამოვიცანი, რომ თითქოს თვითონ დააპირა დამშვიდობება და არ მომეწონა ეს, რადგან ის თუ რაიმეს ჩაიფიქრებდა, აუცილებლად შეასრულებდა... ამასწინათ ერთი სტროფი ვიპოვე... საოცარი სტრიქონებია - „ოღონდაც ფრთხილად, ძვირფასებო, ფრთხილად ოღონდაც, ეს დედამიწა ალმაცერად გვიმზერს ბებერი, რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება თქვენი გოლგოთა და აღარავინ არ იქნება მიმტევებელი“.

ტეგები