კრიშტიანუ რონალდუმ ოქროს ბურთი მეხუთედ მოიპოვა
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2017 00:49 · 15 ნახვა
კრიშტიანუ რონალდუმ ოქროს ბურთი მეხუთედ მოიპოვა

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ოქროს ბურთი მეხუთედ მოიპოვა.

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ლიონელ მესისა და ნეიმარს აჯობა. პრესტიჟული ტიტულისთვის სულ 30 ფეხბურთელი იბრძოდა. დაჯილდოება პარიზში გაიმართა.

რონალდუ ოქროს ბურთების რაოდენობით მესის გაუთანაბრდა. 24 ოქტომბერს ფიფამ ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ტეგები