„ამნაირების გაზრდილი შვილები ბულინგის, დაცინვის, დაჩაგვრის მხვერპლი იქნებიან, აბა რა იქნება?“
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2017 01:01 · 3384 ნახვა
„ამნაირების გაზრდილი შვილები ბულინგის, დაცინვის, დაჩაგვრის მხვერპლი იქნებიან, აბა რა იქნება?“

ჟურნალისტი და იუმორისტი ბაკურ სვანიძე ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში“ თიკო სადუნიშვილის იმ გამოსვლას ეხმიანება, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების ლიბერალიზაციას ეხებოდა.

“ვაიმე მოვკვდი! – მე, დედიკო უცხოეთში ვიჩხირავდი ხოლმეო!

თიკო სადუნიშვილი:- “ჩვენი შვილები ჩვენსაყვედურს გვეტყვიან, თუ ახლა ხმას არ ამოვიღებთ იმაზე, რომ ნარკოტიკის გამო ადამიანი არ უნდა იჯდეს ციხეში. აი, ჩემი შვილი რომ მკითხავს, რას აკეთებდით თქვენ როცა გულაობა მოგინდებოდათ? მე რა ვუპასუხო? ჩვენ, იცი, დედიკო, გვქონდა ცოტა ფული, და როცა რამე მოგვინდებოდა გადავფრინდებოდით უცხოეთში, სადაცეს დაშვებულია, ვისწორებდით ჩვენსას, რაც გვინდოდა და ვბრუნდებოდით მერე უკან თქო? ეს ვუთხრა შვილს?”

აი, ეს კითხვა სრულიად სერიოზულად დასვა ამ მძიმედ ტუტუცმა დედაკაცმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში…ნამუსზე აგვაგდო კაცო! დედაშვილობა აგვიხსნა! ამას ნეტა შვილი ბიჭი ჰყავს თუ გოგო?

ვაიმე, შვილო! როგორ მეცოდები! ახლა მე ჩემი თავი წარმოვიდგინე, დედაჩემი რომ მეუბნება – “ჩვენ,დედიკო, როცა ნარკოტიკი მოგვინდებოდა, მე და ჩემი მეგობრები უცხოეთში მივფირნავდით, ვგულაობდით და ჩამოვდიოდითო” ამაზე დიდი ტრაგედია ვერ წარმომიდგენია, მე რომ ასეთი დედა მყავდეს… იქნებ ყველაფერი მიჩვევაა? ბავშვობიდანვე რომ ეჩვევი ასეთ დაქნეულ დედას, იქნებ აღარ განიცდი ისე ძალიან? რა ვიცი? ვითომ? ისე, ამნაირების გაზრდილი შვილები ბულინგის,დაცინვის, დაჩაგვრის და ათასი უბედურების მხვერპლი იქნებიან თანატოლებისგან აბა რა იქნება?… ვაიმე შვილებო! ვაიმე! ვაიმე! ვაიმე! ვაიმე!

თურმე რა პრობლემა ჰქონია “ქართველ დედას” ხედავთ? როგორ აუხსნას შვილს, რატომ ჩადიოდა გასაჩხერად უცხოეთში და რატომ ვერ იჩხირავდა სამშობლოში!

არა, ნაღდად შეგვაჩვენებენ შვილები ამას რომ ვერ ავუხსნით, აბა რა… რა მაცინებს?” – წერს ბაკურ სვანიძე.

ტეგები