„რა განსხვავებაა ადამიანს პისტოლეტით მოკლავ, თუ ფალსიფიცირებული საკვებით?“ - რას წერს Carrefour-ის მომხმარებელი
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2017 02:03 · 2307 ნახვა
„რა განსხვავებაა ადამიანს პისტოლეტით მოკლავ, თუ ფალსიფიცირებული საკვებით?“ - რას წერს Carrefour-ის მომხმარებელი

ნინო კუნცევა-გაბაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ფალსიფიცირებული ხიზილალა Carrefour-ში, ფრთხილად!

გუშინ ვიყიდე ასაწონი წითელი ხიზილალა ბავშვებისთვის (ეწერა "ორაგულის ხიზილალა), ფასი 159 ლარი/კგ. ავიღე სადღაც 150 გრ გასასინჯად. აღმოჩნდა ხელოვნური პროდუქტი: გასინჯვისას, მარცვლები ძლივს სკდებოდა და პირში გრჩებოდა "ცელოფანი", შევამოწმე ადუღებული წყლითაც - იმის მაგივრად, რომ წყალი და მარცვლები აიმღვრეს (როგორც ეს ნამდვილი ხიზილალის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს, მარცვლები პლატსმასებივით დაეშვა ჭიქის ფსკერზე!).

წავიღე დილას კარფურში დასაბრუნებლად, გამოვიძახე მენეჯერი და გავაცანი ჩემი პრეტენზიები. მენეჯერი მპასუხობს სასწაულს: "შესაძლებელია ეს თქვენ არ მოგეწონათ, მაგრამ ეს გაყიდვადი პროდუქტია და ხალხი ყიდულობსო! და საერთოდ 160 ლარად ნამდვილი ხიზილალა სად გინახავთო?! ეს ზუთხის ხიზილალა კი არ არისო! მე "რუსკოე მორე"-ს ვყიდულობო ბავშვებისთვის და კარგი არისო!"

ვპასუხობ: "თქვენ აქ გიწერიათ, რომ ეს არის "ორაგულის ხიზილალა" და სინამდვილეში ეს "ხიზილალა" საერთოდ არ არის და არის ფალსიფიცირებული ხელოვნურად დამზადებული "ხიზილალისებრი" მასა, რომელსაც აქვს თავისი სეგმენტი და შესაბამისი ფასიც (2-4 ლარი). ამ წარწერით თქვენ შეცდომაში შეგყავთ მომხმარებელი! რას ჰქვია "გაყიდვადი პროდუქცია"? დღეს ისეთი ტექნოლოგიებია, რომ ქვიდან და ნავთიდან დაგიმზადებთ ნებისმიერი გემოს "ხიზილალას, მაგრამ დააწერეთ, რომ ეს "ხელოვნურია". თანაც შემიძლია გასწავლოთ თუ როგორ შეამოწმოთ ხიზილალის ნამდვილობა (და მოვუყევი "ადუღებული წყლის მეთოდი").

ფული დამობრუნეს და ბოდიშიც მომიხადეს, მადლობაც გადამიხადეს და უფროსი მენეჯერი დამპირდა, რომ ამ საკითხს ბოლომდე ჩაყვება და მომწოდებელ კომპანია "ოკეანე"-ს ამოაღებინების პროდუქტს კარფურის ქსელიდან!

საერთოდ 2 წელია კატასროფაა "ხიზილალის" ბაზარზე (ბევრი მეტყვის: "რა დროს ხიზილალაა, ხალხს პურის ფული არ აქვსო!"). შარშან 3-4 ერთნაირი ქილა მიყიდია და აქედან 1-2 კარგია, ხოლო 1-2 ფალსიფიცირებული ცელოფნების (ანუ შერეული პარტიებია)!

რა განსხვავებაა - ადამიანს პისტოლეტით მოკლავ, თუ ფალსიფიცირებული წამლით და საკვებით?“ 

ტეგები