„გაიქეცი ან მოკვდი" - საშიში ინტერნეტ თამაშების რიცხვს ახალი თამაში შეემატა
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2017 20:58
„გაიქეცი ან მოკვდი" -  საშიში ინტერნეტ თამაშების რიცხვს ახალი თამაში შეემატა

ბოლო დროს გავრცელებული საშიში ინტერნეტ თამაშების რიცხვს ახალი თამაში "გაიქეცი და მოკვდი" შეემატა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, თამაშის მიზანია მოზარდმა მოახერხოს რაც შეიძლება ახლოს გადაურბინოს მოძრავ ავტომობილებს. ფაქტის დასადასტურებლად კი საჭიროა ფოტოს ან ვიდეოს გადაღება.

ამგვარი გასართობები 90-იან წლებშიც არსებობდა, მაგრამ ინტერნეტის არარსებობის გამო ნაკლებად იყო გავრცელებული. თანამედროვე სამყაროში თამაში კიდევ უფრო განვითარდა და სოციალურ ქსელებში აქტიურად იქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მონაწილეებს თამაშში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

საშიში თამაშის წესები საკმაოდ მარტივია - ბავშვი დგას ტროტუარზე და ელოდება სწრაფად მოძრავ ავტომობილს, რათა მაქსიმალურად ახლო მანძილიდან გადაუბრინოს მას. ამასთან, მეგობრებმა მისი ეს ქმედება ვიდეოზე ან ფოტოზე უნდა აღბეჭდონ. ამიტომ, თამამი ბავშვები ცდილობენ სატვირთო ავტომობილს ავტობანზე გადაუბრინონ. სასიკვდილო თამაშის ამსახველი ფოტოები სპეციალურ ჯგუფში იტვირთება, სადაც მონაწილეები შეფასებებს იღებენ.

სასიკვდილო თამაშის დავალება მხოლოდ ერთია - გადაირბინოს მოზარდმა სწრაფად მიმავალ ავტომობილთან მაქსიმალურად ახლოს, თუმცა, ყოველი დავალების შესრულების შემდეგ მომდევნო დავალება რთულდება. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც თამაშის წესების შესახებ მომხმარებლებს ამცნობენ. მას შემდეგ რაც მოზარდი მოწყობილობას ტელეფონში გადმოიწერს, ჩნდება კურატორი, რომელიც აკონტროლებს „მსხვერპლს". ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით დამტკიცებული არ არის, თუმცა, თამაშის დამკვიდრების ადგილად სოციალური ქსელი მიიჩნევა.

გაფრთხილება მშობლებს: თამაშის საშიშროების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები თებერვლიდან ავრცელებენ, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მოზარდების სიცოცხლე. სპეციალისტების თქმით, სასიკვდილო გასართობი თამაში სულ უფრო პოპულარული ხდება და ეს იმიტომ, რომ მოზარდბი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ატარებენ.

ტეგები