საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ კირბალიდან გატაცებული მამუკა სამხარაძე გაათავისუფლა
ამობეჭდვა · 09 / 12 / 2017 19:24
საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ კირბალიდან გატაცებული მამუკა სამხარაძე გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ კირბალიდან გატაცებული 39 წლის მამუკა სამხარაძე გაათავისუფლა. ის ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

გათავისუფლებული დასაკითხად შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანეს.

მამუკა სამხარაძე რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალთან, ტყეში დააკავეს. ის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით უკვე მესამედ დააკავეს.

ტეგები