„რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო – ზურა რომ არ მოეკლათ“
ამობეჭდვა · 09 / 12 / 2017 19:59
„რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო – ზურა რომ არ მოეკლათ“

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ზურაბ ჟვანიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“54 წლის გახდებოდა დღეს ზურა ჟვანია... მკვლელობამდე, 4-5 საათით ადრე ვისაუბრეთ მობილურით, ასე მითხრა – ხვალ ვერ მოვახერხებ და ზეგ შევხვდეთო… კარგ ხასიათზე იყო, ხუმრობდა… ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვმეგობრობდით. მიუხედავად ამისა – არასოდეს მიმიმართავს მისთვის “შენობით” (ამაზე ბრაზობდა). მიხარია, რომ დღეს ჩვენი შვილები მეგობრობენ, ზურას ძალიან კარგი შვილები ჰყავს – აი ისეთი, მამის გულს სიამაყით რომ აავსებდა. გაანთლოს ღმერთმა ამ კაცის სული.
მენატრება ხოლმე ზურა. რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო – ზურა რომ არ მოეკლათ?!“