ევროვიზია 2017-ის გამარჯვებულს გული გადაუნერგეს
ამობეჭდვა · 10 / 12 / 2017 09:02
ევროვიზია 2017-ის გამარჯვებულს გული გადაუნერგეს

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებულ სალვადორ სობრალს გული გადაუნერგეს, – ამის შესახებ The Telegraph წერს. გამოცემის ცნობით, 27 წლის სობრალს ოპერაცია ლისაბონში, 8 დეკემბერს ჩაუტარდა. მომღერალი ოპერაციას საავადმყოფოში სამი თვის განმავლობაში ელოდებოდა.

ექიმების ცნობით, პაციენტმა ოპერაცია კარგად გადაიტანა და მას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი სჭირდება.

სალვადორ სობრალმა წლევანდელი ევროვიზია სიმღერით Amar pelos dois მოიგო.

ტეგები