მაღალმთაში მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები
ამობეჭდვა · 10 / 12 / 2017 14:19
მაღალმთაში მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიანეთში, უხვი ნალექების გამო, მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება. სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში დაფიქსირდა უხვი ნალექი თოვლის სახით. როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ჰაერის ტემპერატურის მატების და 11 დეკემბერს მოსალოდნელი ნალექების გამო, 10-12 დეკემბერს მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.

ტეგები