ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
ამობეჭდვა · 10 / 12 / 2017 15:03 · 324 ნახვა
ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ბათუმში, ერას მოედანზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ამ წუთებში ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. ასევე ადგილზეა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ერთ-ერთი დაზარალებული სავადმყოფოშია გადაყვანილი. 

როგორც "აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მიემართებიან. 

სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ტეგები