თეა წულუკიანი ქალებს - არასდროს არ არის ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა გვიანი
ამობეჭდვა · 10 / 12 / 2017 15:41 · 388 ნახვა
თეა წულუკიანი ქალებს - არასდროს არ არის ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა გვიანი

"თუკი ჩემი მაგალითი სხვა ქალებსაც, საქართველოს ქალებსაც მისცემს იმის განცდას, რომ არასდროს არ არის შვილი ყოლა გვიანი, არასდროს არ არის ოჯახის შექმნა გვიანი, რა თქმა უნდა ბედნიერი ვიქნები, იმიტომ რომ ეს სტერეოტიპიც არსებობს", - ამის შესახებ. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში "რა დროს ძილია" ისაუბრა. 

"ჩემი შვილი 9 თვის ხდება. არის გოგო, რაც ძალიან მიხარია. ვფიქრობ, უფრო მეტი ქალი სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს და უფრო მეტი ქართველი იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის აუცილებელია ბევრი ჯანმრთელი, განათლებული და ძლიერი ქალი. მას მერიკო ჰქვია - ჩემი გამზრდელი ბებიას სახელი, რაც ძალიან მიხარია. ასრულებს სიმბოლურად იმ როლს, რომ მომავალში მიაქვს ის წარსული, რომელიც მინდა რომ მუდამ იყოს ცოცხალი და ასევე ჩემთვის ვფიქრობდი, თუკი ჩემი მაგალითი სხვა ქალებსაც, საქართველოს ქალებსაც მისცემს იმის განცდას რომ არასდრო არ არის შვილის ყოლა გვიანი, არასდროს არ არის ოჯახის შექმნა გვიანი, რა თქმა უნდა ბედნიერი ვიქნები, იმიტომ რომ ეს სტერეოტიპიც არსებობს", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

წყარო

ტეგები