ამერიკელმა და ევროპელმა ექიმებმა ზუსტად იციან ამის მნიშვნელობა - რამაზ გიგაური
ამობეჭდვა · 10 / 12 / 2017 16:30 · 190 ნახვა
ამერიკელმა და ევროპელმა ექიმებმა ზუსტად იციან ამის მნიშვნელობა - რამაზ გიგაური

"სამშობიარო სახლებმა ჩაწერეთ ხოლმე რა ბავშვის დაბადების ზუსტი დრო. ზუსტი დრო არ ნიშნავს, რომ მაგთივით ან ჯეოსელივით დაამრგვალოთ და დაწეროთ 13:00 საათი ან 21:30 საათი. 

როცა უცხოეთში დაბადებული ბავშვის ჰოროსკოპს ვაკეთებ, წუთი წუთზე იციან დაბადების დრო, იმიტომ, რომ ამერიკელმა და ევროპელმა ექიმებმა ზუსტად იციან ამის მნიშვნელობა. 

ჩვენ კიდევ ვერ უნდა გამოვიდეთ იმ პერიოდიდან, როცა საქართველოში ადამიანები იბადებოდნენ:

* „ბლები რო ყვაოდნენ“;

* „ჩვენი კოლა რო დაიღუპა“;

* „ცალხელა ანზორა რო დათვრა და კიბეზე დაგორდა“;

* „ზანგირაანთ იოსება თავჯდომარედ რო აირჩიეს“.

კარგით რა ხალხო?!

P.S. ექიმებისგან მოითხოვეთ, რომ ზუსტად დააფიქსირონ თქვენი შვილის დაბადების დრო - საათი და წუთი. ეს მნიშვნელოვანია", - წერს ასტროლოგი რამაზ გიგაური.

ტეგები