პოლიციელს თავს დაესხნენ - სამართალდამცავი კლინიკაში გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 10 / 12 / 2017 17:14 · 812 ნახვა
პოლიციელს თავს დაესხნენ - სამართალდამცავი კლინიკაში გადაიყვანეს

პოლიციის თანამშრომელს მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ.

შემთხვევა გუშინ ღამით მეგობრობის გამზირზე მოხდა, "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე პოლიცია, მათ შორის დეტექტივ-გამომძიებელი, გამოცხადდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელს ერთ-ერთმა ბრალდებულმა თავის არეში ბლაგვი საგანი, სავარაუდოდ, არმატურა ჩაარტყა. სამართალდამცავი ტრავმული დაზიანებებით კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, 30 წლის პაციენტი ინტენსიურ პალატაში მოათავსეს, რის შემდეგაც ახლობლების მოთხოვნით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

Zhvania Nino-ს ფოტო.

ტეგები