საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2017 12:01 · 13 ნახვა
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის III კვარტალში 594.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 17.6 პროცენტით მეტია. მიმდინარე წლის I-III კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 346.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2015-2017 წლებში კვარტალურ ჭრილში.

ტეგები