მივიღე გადაწყვეტილება მოვხსნა კანდიდატურა არჩევნებიდან - შიო ხეცურიანი
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2017 12:23
მივიღე გადაწყვეტილება მოვხსნა კანდიდატურა არჩევნებიდან - შიო ხეცურიანი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, შიო ხეცურიანმა პრეზიდენტის არჩევნებზე კანდიდატურა მოხსნა, - ამის შესახებ შიო ხეცურიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, რომლებთან ერთადაც დავიწყეთ იმ ისამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც კალათბურთის ფედერაციაში დღეს  ფიქსირდება მოქმედი ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც დღემდე გრძელდება. დღესაც არ ვიცით იმ დელეგარების სია, ვინ იქნება რჩევნების დროს. ჩვენ, ნამდვილად მთელი გულით და მონდომებით ვცდილობდით პროგრესისკენ წავსულიყავით და წასულიყო საკალათბურთო სამყარო. სამწუხაროდ, პირადი ინტერესების დამარცხება ვერ მოვახერხეთ. მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და შესაბამისად, ჩემი კანდიდატურა მოხსნილი იქნება ამ არჩევნებიდან", - განაცხადა შიო ხეცურიანმა.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დღეს იმართება. პრეზიდენტის პოსტისთვის სულ ორი ადამიანი იბრძოლა. შიო ხეცურიანის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, პრეზიდენტის პოსტს, პაატა გურასპაული დაიკავებს.

ტეგები