პაატა ბურჭულაძე მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2017 20:42 · 17 ნახვა
პაატა ბურჭულაძე მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს

ფონდ ”იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
როგორც „კვირას“ ბურჭულაძის ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა განუცხადა, პაატა ბურჭულაძე მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას მოითხოვს.

ბარათაშვილის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ფონდ ”იავნანას” საქმიანობაში არანაირი დანაშაული და დარღვევა არ არსებობს.

”პაატა ბურჭულაძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ვესაუბრე მას ტელეფონით. იგი მზად არის გადადოს თავისი ყველა კონცერტი და პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩამოვიდეს საქართველოში. ოღონდ ეს მოხდება ან დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში. პაატა ბურჭულაძემ ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ მას სურს, გამოკითხვა მოხდეს სასამართლოში, რის უფლებასაც კანონი აძლევს. მე მქონდა კომუნიკაცია გამომძიებელთან და იგი ამის თაობაზე ინფორმირებულია”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარეს.

საგამოძიებო უწყებაში ის 13 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს.

„იავნანას“ ფინანსური საქმიანობის შესწავლის თხოვნით, მთავარ პროკურატურას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ მიმართა.

ტეგები