„ფე-ეს-ბე“-ს აგენტი არ ვარ, მე მიხეილ სააკაშვილი ვარ“ - მიხეილ სააკაშვილი
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2017 20:47
„ფე-ეს-ბე“-ს აგენტი არ ვარ, მე მიხეილ სააკაშვილი ვარ“ - მიხეილ სააკაშვილი

თუ „ფე-ეს-ბე“-ს აგენტი ვარ, მაშინ ეს უნდა დამიმტკიცონ სასამართლოში,- ამის სესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა კიევში, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის კიევის ციხეში ჩასმა პუტინის საუკეთესო ოცნებაა.

„პოროშნნკომ და ლუცენკომ შეურაცხყოფა მომაყენეს, როდესაც „ფე-ეს-ბე“-ს აგენტი მიწოდეს, მე მიხეილ სააკაშვილი ვარ.

თუ მე „ფე-ეს-ბე“-ს აგენტი ვარ, მაშინ ეს უნდა დამიმტკიცონ სასამართლოში. დამიმტკიცეთ დროზე და პუტინი ჩემს სანაცვლოდ ყველა ტყვეს გაათავისუფლებს, ორივე ხელით. როდესაც პუტინმა იცის, რომ მე იმ ციხეში ვიჯექი, სადაც თუნდაც ლუცენკო იჯდა, სააკაშვილი კიევში ციხეში – ეს პუტინის საუკეთესო ოცნებაა.

სააკაშვილი ციხეში ეს არის პირდაპირი საჩუქარი პუტინს და ვიღაცამ გადაწყვიტა მისთვის ამ საჩუქრის მირთმევა.

აი, „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ-იორკ თაიმსი“, ყველა უკრაინის მთავრობას აკრიტიკებს. აი, თქვენმა კომპრომატებმა რა გააკეთეს, ასეთი ნეგატიური პროპაგანდა უკრაინას არ ჰქონია დიდი ხანი და არც ამას გაპატიებთ.

აქ დგას „ბი-ბი-სი“-ს, „სი-ენ-ენ“-ი, „ევრონიუსი“, რას აშუქებენ ისინი ? უკრაინის მთავრობის სირცხვილს. იცით რა გვითხრეს დღეს? რომ თუ ადამიანს „ვაიბერი“ აქვს, ან „ვოთსაფი“, ან „ტელეგრამი“, მაშინ დამნაშავე ხარ. წარმოდგიდგენიათ? ჩემი პირადი ცხოვრება თქვენი საქმე არაა, არავინ გეკითხებათ ჩემ ცოლს რა პროგრამით დაველაპარაკები და რას ამბობენ რომ გადატრილაების მოწყობა 210 ათასი დოლარი ღირს?“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პეჩერსკის რაიონული სასამართლო ექვს საათზე მეტია მსჯელობს.

ტეგები