სააკაშვილის სასამართლო 7 საათზე მეტია გრძელდება
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2017 21:21 · 12 ნახვა
 სააკაშვილის სასამართლო 7 საათზე მეტია გრძელდება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უკვე 7 საათზე მეტია, გრძელდება. პატიმრობის შემდეგ პირველი საჯარო მიმართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პეჩორის რაიონულ სასამართლოში იმით დაიწყო, რომ ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს და შიმშილობასაც არ შეწყვეტს.

მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებთან ერად ჯერ უკრაინის ჰიმნი, შემდეგ კი სანდრა რულოვსთან ერთად, საქართველოს ჰიმნი იმღერა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააკაშვილს შუშის ჯიხურის დატოვების უფლება მისცა.

სხდომაზე იულია ტიმოშენკომ რადას სხვა დეპუტატებთან ერთდ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რითაც 12 დეპუტატი სააკაშვილს თავდებში ჩაუდგა და მისი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა. პროკურატურამ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობა მოითხოვა.

სასამართლო სხდომა რამდენიმე შესვენებით წარიმართა.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს გარეთ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

ტეგები