მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დაახლოებით ერთ საათში გამოაცხადებს
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2017 21:52 · 53 ნახვა
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დაახლოებით ერთ საათში გამოაცხადებს

კიევის პეჩორის სასამართლოს მოსამართლე მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. გადაწყვეტილება სავარაუდოდ უახლოეს ერთ საათში გამოცხადდება.

მანამდე ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა სიტყვა წარმოთქვა და ბრალდების მხარის განცხადებას გამოეხმაურა.

„არსად მსოფლიოში ხალხს ციხეში არ კეტავენ იმ მიზნით, რომ ისინი თავისუფლებაზე ყოფნის დროს არ მოკლან. ასეთი დებილიზმი არსად მსმენია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მანამდე ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა, უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია მოახდინონ.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მათთვის გაუგებარია, რა სახით აპირებენ ის დეპუტატები, რომლებიც სააკაშვილს თავდებში უდგებიან, უზრუნველყონ, რომ ყოფილი გუბერნატორი შეასრულებს პროცესუალურ ვალდებულებებს.

ტეგები