სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა სააკაშვილმა მხარდამჭერებს აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2017 22:51 · 853 ნახვა
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა სააკაშვილმა მხარდამჭერებს აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა მიხეილ სააკაშვილმა, კიევის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა და დააანონსა, რომ მასშტაბური აქცია კვირას, 17 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და ყოფილი გუბერნატორი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ტეგები