საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეცვალა
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2017 21:25
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეცვალა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეცვალა. შესაბამისად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოვლენ. რომელიმე რუსი სპორტსმენის მიერ მედლის მოპოვების შემათხვაში, რუსეთის დროშა არ აღიმართება და არც ამ ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდება.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აკრძალული პრეპარატების მასიურად მიღების გამო რუსეთის სპორტემენების დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება 5 დეკემბერს მიიღო.

ზამთრის ილიმპიადა სამხრეთ კორეაში 2018 წლის 9-დან 25 თებერვლამდე გაიმართება.

ტეგები