საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ მატჩს აზერბაიჯანთან გამართავს
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2017 11:29 · 8 ნახვა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ მატჩს აზერბაიჯანთან გამართავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრებისთვის 2018 წლის პირველი ტესტ-მატჩი უკვე დაგეგმა. 

ვლადიმრი ვაისის გუნდი, 2 თებერვალს, თურქეთში, ქალაქ ანტალიაში აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდება.

საქართველო და აზერბაიჯანი, უეფას ერთა ლიგის D ჯგუფის პირველ კალათაშია განთესილი. ერთა ლიგის წილისყრა, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 24 იანვარს ჩატარდება