პრემიერი: გაჩეჩილიძის მიერ ჩემი ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2017 14:23 · 23 ნახვა
პრემიერი: გაჩეჩილიძის მიერ ჩემი ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გიორგი კვირიკაშვილისთვის გია გაჩეჩილაძის მიერ ერთი მხრივ მისი ქება, ხოლო მეორე მხრივ მისი მთავრობის წევრების კრიტიკა მოულოდნელი და მიუღებელია. 

როგორც პრემიერმა გაჩეჩილაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნნა, იმისათვის რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს მთავრობის მეთაური ნიშნავს, საჭიროა რომ გაჩეჩილაძემ სასამართლოს მიმართოს.

კვირიკაშვილი აცხადებს, რომ თუ სასამართლო მთავრობის გადაცდომას დაადასტურებს, ის მზადაა ნებისმიერი პასუხისმგებლობა აიღოს, მათ შორის დატოვოს თანამდებობა, ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ გაჩეჩილაძის ბრალდებები უსაფუძვლოა, ის მოწოდებს გია გაჩეჩილაძეს რომ მან პრემიერსა და მთავრობის წევრებს ბოდიში მოუხადოს საჯაროდ.

"მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. მე არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, რიდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს. მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა.

ერთი მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, მე რა თქმა უნდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი, რომ ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის და რა თქმა უნდა, შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და მინდა გითხრათ, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნეს ჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა, თუ დღეს გააჩნია, როგორც არის, ეს შეგიძლიათ გაარკვიოთ, ის არაფერ შუაში იყო ამ ტენდერთან, სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა.

მეორე ის, რომ კანონი იყო ზედმიწევნით დაცული და მე მოვითხოვ, რომ მან მიმართოს, კონკურენციის სააგენტოსაც შეუძლია მიმართოს, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, მიმართოს სასამართლოს.

თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ  მთავრობა რამეში შეცდა, მე მზად ვარ, ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის, დავტოვო კიდევ ჩემი თანამდებობა და თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის დაცვით ჩატარებული, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც, " - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ ღონისძიებაზე, სადაც ერთობლივი მუშაობის ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამეს. 

ცნობისთვის,გია  გაჩეჩილაძემ ხელისუფლება კარტერულ გარიგებაში დაადანაშაულა.