ბახტაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის 72% საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2017 14:19
ბახტაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის 72% საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება

"2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის 72% საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება",- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 815.0 მლნ ლარი, რაც 527.0 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში: რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 288,5 მლნ ლარი; წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე - 196,0 მლნ ლარი; გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი (72%), 1,311 მილიარდი ლარი მიიმართება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე. აღნიშნული საბიუჯეტო მიმართულება აგრეთვე მოიცავს ტურისტული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, მთის კურორტების განვითარების პროექტების განვითარებას, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და სხვა",- განაცხადა ბახტაძემ.

პარლამენტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.