ქუცნაშვილი ბახტაძეს: შატილსა და არხოტში რეგულარული რეისები დავნიშნოთ
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2017 15:03 · 17 ნახვა
ქუცნაშვილი ბახტაძეს: შატილსა და არხოტში რეგულარული რეისები დავნიშნოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პლენარულ სხდომაზე შატილისა და არხოტში გადაადგილების პრობლემის საკითხი დასვა.

მისი თქმით, პირიქითა ხევსურეთში 7 თვის განმავლობაში გადაადგილება შეუძლებელია. 

„მოგეხსენებათ ჩვენ გავჭერით გზა და გადავედით არხოტში 21 საუკუნის შემდეგ. ბუნებრივია, ამ გზის გაჭრა მაინც ვერ ხსნის იმ პრობლემას, რომ შატილი და არხოტი წელიწადის განმავლობაში 7 თვე მოწყვეტილია დედა საქართველოს. ამიტომაც, ხომ არ დაგვეხმარებით იმაში, რომ დავნიშნოთ რეგულარული რეისები ამ 7 თვის განმავლობაში შატილსა და არხოტში, რათა პირიქითა სასქართველოს დანარჩენ საქართველოსთან წელიწადის ყველა დროში ჰქონდეს“, - მიმართა ზაქარია ქუცნაშვილმა ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს.
ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. პროექტს პარლამენტში ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს.
წვდომა პირიქითა საქართველოს დანარჩენ საქართველოსთან ჰქონდეს წელიწადის ყველა დროში.