ქუცნაშვილი:მსოფლიოს არ ახსოვს, პრეზიდენტს ქვეყნის მოქალაქეობა გუბერნატორობაზე გაეცვალა
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2017 15:32
ქუცნაშვილი:მსოფლიოს არ ახსოვს, პრეზიდენტს ქვეყნის მოქალაქეობა გუბერნატორობაზე გაეცვალა

ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" განაცხადა. 

"მე არ დავძრახავ ქალბატონ თინას (ბოკუჩავას) რატომ ქომაგობს თავის მეგობარს და თავისი პარტიის ყოფილ ლიდერს", - აღნიშნა ქუცნაშვილმა, რომელსაც თინა ბოკუჩავამ უ

პასუხა, რომ სააკაშვილს არა ამის გამო, არამედ იმის გამო ქომაგობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სიმართლისთვის იბრძვის. 

ქუცნაშვილმა კი სააკაშვილი გააკრიტიკა, რადგან მან ოდესის ოლქის გუბერნატორობისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. 

"როგორც ბოკუჩავა ბრძანებს ფეშენებელურს და საუკეთესო პირობებში იყო ოდესაშიო და ამაზე თქვა უარიო. სამაგიეროდ ეს საუკეთესო ფეშენებელური პირობები მან საქართველოს ერთგულების გაცვლის სანაცვლოდ მიიღო. მსოფლიოში არ არსებობს პრეზიდენტი, ვისაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ეთქვას სხვა ქვეყნის გუბერნატორობის თანამდებობისთვის", - განაცხადა ქუცნაშვილმა. 

რაზეც ბოკუჩავამ ასე უპასუხა: 

"ბატონო ზაქრო ის არსებობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტს იმის გამო დევნიდნენ, რომ პიჯაკი იყიდა და არ გაწერა ხარჯები?!", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.