ქეთევან ბოჭორიშვილი: ანაკლიის პორტი 2021 წელს პირველ გემს მიიღებს
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2017 19:21 · 89 ნახვა
ქეთევან ბოჭორიშვილი: ანაკლიის პორტი 2021 წელს პირველ გემს მიიღებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება და 4 წლის შემდეგ პირველ გემს მიიღებს, - ამის შესახებ „აიპრესთან“ სააქციო საზოგადოება "ანაკლია სითი"-ს აღამასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს სტრატეგია ანაკლიის სივრცითი დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაზეც 3,5 მილიარდი არის გამოყოფილი.

"სამეგრელოს რეგიონისთვის პორტის მშენებლობა უდიდესი შესაძლებლობაა, მითუმეტეს, იცით რომ სახელმწიფოსთან ჩვენ საინვესტიციო ხელშეკრულება 52 წლიანია და მუდმივად იქნება მშენებლობა პორტის და ქალაქის მიმართულებით.

პირველი ფაზის ინვესტიცია დაახლოებით 580 მილიონი დოლარი იქნება. პირველი ფაზის მშენებლობა სამი წლის განმავლობაში დასრულდება. პროექტი სულ 9 ფაზიანია. ჯამში 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციაა დაგეგმილი.

პირდაპირ გეტყვით, ჩვენი ამოცანაა ინდუსტრიული ზონა რამდენიმე ათეულ და ასეულ ჰექტარზე განვითარდეს, რასაც დრო სჭირდება. ეს არ მოხდება ერთ, ორ ან სამ წელიწადში, პორტის მშენებლობის პირველი ფაზა 2021 წელს დასრულდება და მიიღებს პირველ გემს.

პირველი 5 წელი იქნება ძალიან რთული. თუმცა შეუძლებელი არაფერია, ჩვენ გვახსოვს რომ საქართველოში ტურისტი სულ რაღაც 300 000 ადამიანი იყო, დღეს უკვე 7 მილიონს აჭარბებს, ანალოგიურად აქაც თავისი დრო და ტემპი დასჭირდება, მაგრამ აუცილებლად მივიღებთ შედეგებს", - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა "აიპრესთან".