ქუმსიშვილი: წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორიდან 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარს ველოდებით
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2017 19:40
ქუმსიშვილი: წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორიდან 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარს ველოდებით

პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტურიზმის სექტორში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოქტომბრის თვეში ტურიზმის მიმართულებით ძალიან კარგი ზრდა დაფიქსირდა -   დაახლოებით 19%-იანი ზრდა შემოსავლების მიმართულებით, რაც ნომინალში 35 მლნ დოლარია.

"შესაბამისად, ოქტომბრის თვეში ტურიზმის სფეროდან ჩვენ 218 მლნ აშშ დოლარი მივიღეთ. ტურიზმის ჯამური მაჩვენებლების თანახმად, წელს, 10 თვეში 2 მლრდ 500 მლნ აშშ დოლარი გვაქვს მიღებული ტურიზმის სექტორიდან. შესაბამისად, წლის ბოლომდე 2 მლრდ 700 მლნ აშშ დოლარს ველოდებით", -  აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.