"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი": მსოფლიოში დაკავებულ ჟურნალისტთა რაოდენობა ისტორიულად გაიზარდა
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2017 20:41 · 16 ნახვა
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი": მსოფლიოში დაკავებულ ჟურნალისტთა რაოდენობა ისტორიულად გაიზარდა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" (CPJ) იუწყება, რომ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების დაპატიმრების მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, მედიის წარმომადგენლებს ყველაზე ხშირად თურქეთში, ჩინეთსა და ეგვიპტეში აკავებენ. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

წელს მთელს მსოფლიოში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 262 ჟურნალისტი დააკავეს, გასული წლის ისტორიული მაჩვენებელი 259 ადამიანი იყო. თურქეთში, ჩინეთში და ეგვიპტეში დაკავებულ ჟურნალისტთა საერთო რაოდენობა 51% -ს შეადგენს.

გარდა ამისა, მონიტორინგი 12 თვის განმავლობაში, უკრაინაში, ალჟირში, კამბოჯაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, ეკვადორში, ეკვატორული გვინეაში, გვატემალაში, ერაყში, მაროკოში, ნიგერიაში, პაკისტანში, კონგოს რესპუბლიკაში, სომალისა და უგანდაში ჩატარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტთა 97% ამავე ქვეყნის მოქალაქე იყო, 22 დაკავებული ანუ 8% ქალი- ჟურნალისტი, 75 პირი, ანუ 29%- ფრილანსერი. როგორც "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" აღნიშნავს, პოლიტიკა ჟურნალისტების 87%-ის დაკავების საფუძველი გახდა.