ავარია რუსთავში - დაშავებულია სამი ადამიანი
ამობეჭდვა · 14 / 12 / 2017 09:56
ავარია რუსთავში - დაშავებულია სამი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს დილით რუსთავის შესასვლელში. თვითმხილველთა ინფორმაციით, "ფორდის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი ამობრუნდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების 3 ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ექიმებმა ისინი კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. როგორც კლინიკა რუსთავში განაცხადეს, მიუხედავად იმისა რომ დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მიმდინარეობს მკურნალობა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ტეგები