21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებს გიორგი ცეცაძე გაწვრთნის
ამობეჭდვა · 14 / 12 / 2017 16:03
21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებს გიორგი ცეცაძე გაწვრთნის

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს გიორგი ცეცაძე გაწვრთნის. ხელშეკრულება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაფორმდა. გიორგი ცეცაძე ბოლოს საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ თავკაცობდა, რომელთან ერთადაც ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო მოგვიანებით სუპერთასიც მოიგო.

გიორგი ცეცაძემ 2013 წელს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ათამაშა. 43 წლის სპეციალისტს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თემურ ლორთქიფანიძე და ზურაბ ხიზანიშვილი დაეხმარებიან.

ტეგები