მანიაკმა 84 დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის 22 მკვლელობა - საქმე 322 ტომს შეადგენს
ამობეჭდვა · 15 / 12 / 2017 11:22
მანიაკმა 84 დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის 22 მკვლელობა - საქმე 322 ტომს შეადგენს

მანიაკი პოპკოვი, რომლის საქმეც 322 ტომს შეადგენს, 84 დანაშაულშია ბრალდებული, მათ შორის, 22 მკვლელობაა.

ქალაქ ანგარსკის მაცხოვრებელს, ყოფილ მილიციონერს მიხაილ პოპკოვს პატიმრობა მისჯილი ჰქონდა, თუმცა მას ამჯერად დამატებით 60 დანაშაულში ედება ბრალი. 

გამოძიების ინფორმაციით, 53 წლის მიხაილ პაპკოვმა 20 წლის განმავლობაში ირკუტსკის რაიონის ტერიტორიაზე სულ ცოტა 84 დანაშაული ჩაიდინა. 22 მკვლელობა და ორი მცდელობა ქალთა მკვლელობის - მას უკვე მიესაჯა პატიმრობა, თუმცა ახლა ბრალი ედება 1992 წლიდან 2010 წლამდე ჩადენილ დანაშაულის 60 ეპიზოდში.

სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულია გამოძიება, რომელთა მოცულობამ 322 ტომი შეადგინა, საბრალდებო დასკვნა რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.

მიხეილ პოპკოვის პატიმრობა 2015 წლის 14 იანვარს მიესაჯა. ახალი გამოძიების ნაწილის თანახმად, გამომძიებლებმა 900-ზე მეტი მოწმის დაკითხვა მოითხოვეს, 100-ზე მეტი მოწმე დაიკითხა. დაზარალებულთა 20 ცხედარს ექსჰუმაცია ჩატარდა. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ყველა დანაშაული მან წერილობით, დეტალებში აღწერა.

 

На территории исправительной колонии особого режима для пожизненно осужденных Черный дельфин в городе Соль-Илецк

 

ყოფილი მილიციონერი საკუთარ თავს “чистильщик”-ს უწოდებს და ამტკიცებს, რომ კლავდა მხოლოდ ქალებს, რომლებიც “მსუბუქი ქცევის წესებს ” მისდევდნენ, თუმცა ის მანქანაში იტყუებდა ნებისმიერ გოგონას, რომელიც სახლში გვიან ბრუნდებოდა. ამისთვის ის ხშირად სამსახურის მანქანას იყენებდა , მკვლელობის დროს კი მორიგეობაზე იმყოფებოდა.

გამოძიების ცნობით, მკვლელობები ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო: საღამოს და ღამის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან 17-38 წლის ქალები ქრებოდნენ. მათ დასახიჩრებულ გვამებს კი ტყეში, სასაფლაოზე, გზის პირას პოულობდნენ. პოპკოვზე მაშინ გავიდნენ, როდესაც რამდენიმე გვამის მახლობლად “ნივის” კვალი იპოვეს. ოპერატიულ მუშაკებს ამ მარკის ყველა მანქანის შემოწმება მოუხდათ.

მანიაკი 2012 წელს დააკავეს ვლადივოსტოკში, სადაც ის ახალი ავტომობილის საყიდლად გაემგზავრა.

 

2015 წლის იანვარში ირკუტსკის სასამართლომ 50 წლის მიხეილ პოპკოვი 22 ქალის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ტეგები